აშშ რუსეთისადმი სანქციების გაგრძელების მომხრე იქნება იქამდე, სანამ ის მინსკის მოთხოვნებს არ შეასრულებს – ამის შესახებ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ილაპარაკა – “ამერიკის ხმა” იტყობინება.
“მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, განსაკუთრებით , ევროპაში, აშშ რუსეთს აიძულებს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული ღია აგრესიის გამო პასუხი აგოს” – თქვა ვიცე-პრემიერმა.
მისი განცხადებით, რუსეთმა მისნკის ხელშეკრულება უნდა შეასრულოს და “აქ უკან დახევა არ იქნება”.
შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს ევროკავშირმა, მომდევნო ერთი წლით, რუსეთს, აღმოსავლეთ უკრაინაში განხორციელებული აგრესიის გამო, სანქციები გაუგრძელა.