ბაია გადაბაძემ საჯარო რეესტრს მიმართა – გაჩეჩილაძეების ადვოკატი კი რეესტრისგან პასუხს ელოდება

მაესტროს მოქმედმა გენერალურმა დირექტორმა რამდენიმე წუთის წინ საჯარო რეესტრს ისევ მიმართა.

ბაია გადაბაძემ უწყებას კიდევ ერთხელ აცნობა, რომ მას სასამართლოში აქვს სარჩელი შეიტანილი იმ კრების ოქმის გაუქმების მოთხოვნით, რომელზეც ლევან გაჩეჩილაძე გენერალურ დირექტორად დაინიშნა.

გაჩეჩილაძეების ადვოკატი კი საჯარო რეესტრისგან პასუხს პარასკევს, სამუშაო საათების ამოწურვამდე რამდენიმე წუთით ადრე წარდგენილ განცხადებაზე დღეს ელოდება.

banner
წინა სტატიაშისაგარეო უწყება ოკუპირებულ ტერიტორიებზე დისკრიმინაციული რეგულაციების შემოღების გამო შეშფოთებულია
შემდეგი სტატია