საგარეო უწყება ოკუპირებულ ტერიტორიებზე დისკრიმინაციული რეგულაციების შემოღების გამო შეშფოთებულია

რუსეთი ისევ არღვევს საქართველოს კონტროლირებად საჰაერო სივრცეს

საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიმართ ახალი დისკრიმინაციული რეგულაციების შემოღების გამო.

საგარეო უწყება ადამიანის უფლებების უხეში შელახვისა და ეთნიკური დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის მიზნით საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს.

“საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიმართ ახალი დისკრიმინაციული რეგულაციების შემოღების გამო და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, დროულად მიიღოს შესაბამისი ზომები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში შელახვისა და ეთნიკური დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის მიზნით”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდღეიდან საქართველოსა და ირანს შორის სავიზო რეჟიმი უქმდება
შემდეგი სტატიაბაია გადაბაძემ საჯარო რეესტრს მიმართა – გაჩეჩილაძეების ადვოკატი კი რეესტრისგან პასუხს ელოდება