ბაჩანა შენგელიას დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობაზე უარი უთხრეს

ბაჩანა შენგელიას დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობაზე უარი უთხრეს. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილი დღეს გენერალურ პროკურორს სარჩელით მიმართავს. ის ითხოვს უკანონოდ იყოს მიჩნეული პროკურატურის უარი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობაზე. შენგელია ითხოვს შალვა თადუმაძემ საქმე პირადად განიხილოს

“ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ რაღაცას – თუ მომცემენ ამ სტატუსს შესაბამისად მე მექნება წვდომა საქმის მასალებზე, მე ვიქნები მხარე ამ საქმეში და მე მექნება უფლება რომ ვაწარმოო პროცესუალური მოქმედებები, რაც ბუნებრივია მათ არ აწყობთ, ვინაიდან უკვე სააშკარაოზე გამოვა მათი უმოქმედობა, რაც ამდენი ხანია გრძელდება. მე ვფიქრობ, რომ ეს უარი განპირობებულია მხოლოდ და მხოლოდ საქმის გამოძიებისთვის ხელის შეშლით,”-აცხადებს ბაჩანა შენგელია.

banner
წინა სტატიაშიია კერზაიას საქმე – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასაარჩევნო სისტემა – ევროპარლამენტარები მოგერინის მოუწოდებენ, მთავრობაზე ზეწოლა მოახდინოს