ავსტრიაში დაკარგული ქართველი სტუდენტი იტალიაში იპოვეს

ვენაში გაუჩინარებული ქართველი სტუდენტი ანრი ლომიძე ფლორენციაში იპოვეს.

ცნობილია, რომ ის გზაში ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს.

ანრი ლომიძეს იტალიაში მცხოვრებ დედასთან მიდიოდა. საქართველოს პოლიციის ატაშეს მეშვეობით ინფორმაცია სტუდენტის ოჯახს უკვე მიაწოდეს.

სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

ავსტრიაში ქართველ სტუდენტს რამდენიმე დღე ეძებდნენ.

banner
წინა სტატიაშისპეცოპერაცია თბილისში – ფონიჭალაში სამართალდამცავების მობილიზებაა
შემდეგი სტატიასამედიცინო მომსახურება გარდაცვლილ ადამიანებზე – „ახალი საქართველოს“ ექსპერტის სკანდალური განცხადება