ავღნეთში მომხდარი აფეთქების შედეგად, არცერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე არ დაშავებულა

ავღანეთში, ბაზა ბაგრამზე მომხდარი აფეთქების შედეგად, საქართველოს შეიარაღებული ძალების არცერთი სამხედრო მოსამსახურე არ დაშავებულა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, აფეთქების შედეგად ოთხი სამხედრო დაიღუპა, ხოლო 14-მა ამერიკელმა ჯარისკაცმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.

„დღეს, დილით ავღანეთში ამერიკულ ბაზა ბაგრამზე აფეთქება მოხდა. ე.წ. ავღანური ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ავღანურ ხელნაკეთ ნივთებს და სხვადასხვა საქონელს ყიდის, ასაფეთქებელი მოწყობილობა დილის 05:00 საათზე ამოქმედდა.

დაიღუპა ოთხი და სხეულის დაზიანებები მიიღო მტკიცე მხარდაჭერის მისიის კოალიციური ძალების 14-მა ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არ არიან საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ბაზა ბაგრამზე უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული.

banner
წინა სტატიაშიფრანსუა ოლანდის პოლიტიკური თვითმკვლელობა
შემდეგი სტატიასაპატრიარქო: ვარძიაში ხანძარსაწინააღმდეგო რადარები არ იქნა დაყენებული, რაც ხანძრის შემთხვევას თავიდან აგვაცილებდა