ფრანსუა ოლანდის პოლიტიკური თვითმკვლელობა

14996373_674177199409137_2137842995_nროგორც ფრანგული პრესა იტყობინება, ფრანსუა ოლანდმა კიდევ ერთხელ დაამყარა არაპოპულარობის რეკორდი და ამასთანავე მას ფრანგული პარლამენტი იმპიჩმენტით ემუქრება.თუ ამ ყველაფერს დავუმატებთ ოქტომბერში გამოცემულ წიგნს, რომელიც ოლანდის ინტერვიუების მოტივებზე შეიქმნა, ნათელი გახდება, რომ საქმე ოლანდის პოლიტიკური კარიერის დასასრულისკენ მიდის და დიდი ალბათობით, 6 თვის შემდეგ დაგეგმილ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, ის თავის კანდიდატურას არ დააყენებს.
წიგნში, რომელიც ოლანდის ინტერვიუების საფუძველზე დაიწერა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ისეთი გამონათქვამების უფლება მისცა საკუთარ თავს, რომ დაახლოებით ერთ თვეში მისი რეიტინგი 4 პროცენტამდე დაეცა.
წიგნში ფრანსუა ოლანდი უდიერად და არაეთიკურად მოიხსენიებს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს და ცნობილ პიროვნებებს.მაგალითად ოლანდის აზრით, სპორტული მსაჯები ,,მშიშარა ინსტიტუციის,, წარმომადგენლები არიან… საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებს კი მან ,,უზრდელი ბავშვები,, უწოდა. წიგნში საფრანგეთის პრეზიდენტი ღარიბებს ,,უკბილოებად,, მოიხსენიებს…. ის, ერთ-ერთ ეპიზოდში, სპეცსამსახურების წარმომადგენელთათვის 4 ადამიანის ლიკვიდაციის ბრძანების გაცემის შესახებაც საუბრობს.
ოლანდის შესახებ გამოცემულ ,,საბედისწერო წიგნს,, საფრანგეთში მემარჯვენეების პროტესტი და იმპიჩმენტის მოთხოვნა დაემატა. ოპოზიცია პრეზიდენტის იმპიჩმენტს საბაბად, ჟურნალისტებისათვის ისეთი ინფორმაციის გათმქას ასეხელებენ, რომლის უფლებაც პრეზიდენტს არ ჰქონდა.

banner
წინა სტატიაშიტუბერკულოზით დაავადებულთათვის $12 მილიონიანი პროგრამა იწყება
შემდეგი სტატიაავღნეთში მომხდარი აფეთქების შედეგად, არცერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე არ დაშავებულა