ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო სამშობლოში დაბრუნდა

ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის დროს დაჭრილი სერჟანტი პაატა როსტობაია დღეს სამშობლოში დაბრუნდა. სერჟანტ როსტობაიას აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და ოჯახის წევრები დახვდნენ.
ფარვანის პროვინციაში დაჭრილი სერჟანტი მკურნალობას გერმანიაში, ლანდშტულის ამერიკულ სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა. ინტენსიური თერაპიის კურსის გავლის შემდეგ პაატა როსტობაია რეაბილიტაციას ამერიკელი სამხედრო ექიმების ზედამხედველობის ქვეშ გადიოდა.
ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში პატრულირებისას ქართველ სამხედროებზე ჩასაფრება განხორციელდა. სროლების დროს IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სერჟანტი პაატა როსტობაია დაიჭრა, პირველი კლასის რიგითმა ვასილ ყულჯანიშვილმა კი თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიიღო და ადგილზევე დაიღუპა.

banner
წინა სტატიაში“ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” რუსთავი 2-თან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართვას უგზავნის
შემდეგი სტატია“რუსთავი 2-ის საქმიდან მოსამართლეების აცილებაზე პარლამენტის მესიჯი გაზიარებული უნდა იყოს”