“რუსთავი 2-ის საქმიდან მოსამართლეების აცილებაზე პარლამენტის მესიჯი გაზიარებული უნდა იყოს”

გიგლა აგულაშვილი– მოსამართლეთა კოლეგიამ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო

გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი „რუსთავი 2“-ის საქმიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების აცილებასთან დაკავშირებით პარლამენტის მოთხოვნას იზიარებს.

როგორც მინისტრი ამბობს, საკანონმდებლო ორგანოს მიერ გამოქვეყნებულ წერილში ბევრი არგუმენტია, რაც მოთხოვნას ამყარებს.

„წავიკითხე ეს მიმართვა. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ბევრი არგუმენტი ვნახე და ამიტომ საქართველოს პარლამენტის, ჩემი აზრით, მაღალი პასუხისმგებლობით განმსჭვალული ეს მესიჯი და გზავნილი, გასაზიარებელი უნდა იყო,“ – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო სამშობლოში დაბრუნდა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: ქალებისა და კაცების თანასწორობა ჩემთვის არასოდეს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ