ავარია იგოეთთან – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ავარია მოხდა ცოტა ხნის წინ თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალურ საავტომობილო ავტომაგისტრალზე, იგოეთთან. ერთმანეთს მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ერთი კი მძიმედ დაშავდა. გარდაცვლილი მიკროავტობუსის მგზავრია, დაშავებული კი მძღოლი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში, უგონო მდგომარებაში გადაიყვანა. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის გამომწვევი მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობას.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პარლამენტთან დაკავშირებული ყველა საჯარო ინფორმაცია საზოგადოებისათვის ადვილად ხელმისაწვდომი გახდა
შემდეგი სტატიავინც ვყოფილვარ, მე ვყოფილვარ..