,,ათი წუთი უნდა გვქონოდა გამოსვლა და მთელი სიმძაფრით უნდა გვეჩენებინა პრობლემა, თუ როგორ იმატა ქვეყანაში დანაშაულმა, კრიმინალმა”

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ​რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ინტერპელაციასთან დაკავშირებით პარლამენტის რეგლამენტში სერიოზული ხარვეზია.

„ჩვენ ათი წუთი უნდა გვქონოდა გამოსვლა და მთელი სიმძაფრით უნდა გვეჩენებინა პრობლემა, თუ როგორ იმატა ქვეყანაში დანაშაულმა, კრიმინალმა და როგორ ვერ რეაგირებს მასზე ხელისუფლება, უფრო მეტიც, ხელისუფლების პირდაპირი დანაშაულია კრიმინალური ვითარების გამძაფრება და სინამდვილეში, რაღაც სამწუთიანი განცხადების დრო მოგვეცა მხოლოდ.

არ მინდა ვთქვა, რომ ეს გაკეთდა შეგნებულად და მაინცდამიანც, სამი თვით ადრე მიიღეს რეგლამენტში. მათ ეცოდინებოდათ, რომ პრემიერს მოვთხოვდით პასუხს. ეს არის აუცილებლად გამოსასწორებელი. ფაქტია, რომ დღეს არსებული საკითხის ირგვლივ სრულფასოვანი მსჯელობა ვერ გაიმართა, ვერც პრემიერის პასუხები იყო დამაკმაყოფილებელი. მეტიც, იყო დემაგოგიური და ისინი ამართლებდნენ კრიმინალის წარმოუდგენელ ზრდას.

200-300 პროცენტიანი არის ზოგიერთი მძიმე ხასიათის დანაშაულის ზრდა, სტატისტიკის გაუმჯობესებით. შეიძლება სტატისტიკა გაუმჯობესდეს 2012 წელთან შედარებით დღეს, 2017 წლის სტატისტიკა ხომ ამათ პერიოდში არის შედგენილი. გაორმაგდა თითქმის ყველა ხასიათის დანაშაული, მათ შორის ქურდობა, ყაჩაღობა. 2019 წლის პირველი ნახევარი ასევე არის მნიშვნელოვნად გაუარესებული.

ჩვენ დროს ლოზუნგი, იყო თუ ადამიანი არის დამნაშავე და თუ მას ეკუთნის ციხე, უნდა იყოს ციხეში. ამათი ლოზუნგი გახდა, ყველანი ციხიდან – გამოუშვეს 10 ათასობით ადამიანი, მათი საკმაოდ დიდი რაოდენობა კრიმინალი. გამოიყენეს საარჩევნოდ მიზნით და ეს ადამიანები დღეს ძარცვავენ ევროპას, ყოველდღე ვხედავთ ტელევიზორში, რა ხდება, ძარცვავენ მოსახლეობას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებაში შევარდნაძისდროინდელი მენტალიტეტი დაბრუნდა.

„დაიწყო მანქანების ნაწილებია ქურდობა.​ საპარლამენტო უმრავლესობის ორ წევრს ბოლო თვის განმავლობაში გაუტეხეს ბინა. 100 პროცენტით გაიზარდა ერთ წელიწადში ბინის ქურდობა. ხელისუფლებამ შექმნა კრიმინალების დაუსჯელობა. თანაც, ვიცით, რომ თუ ხელისუფლებასთან რაღაცით დაკავშირებული პირია, არჩევნებში ეხმარება ან ხელისუფლებას აწყობს, ასეთ შემთხევაში, ეს ადამიანები ყოველთვის პოულობენ ზურგს. ვინმემ ჭკუა დაარიგოს, რომ გავიდა შვიდი წელი, ამ ხნის განმავლობაში გაფუჭებულ საქმეებზე ილაპარაკონ და არა ყველაფერი გადააბრალონ სხვას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს დეპუტატების კითხვებს ინტერპელაციის წესით უპასუხა.

banner
წინა სტატიაში„ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა და იქნება ყოველთვის „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ შორის”-სალომე სამადაშვილი პრემიერს მიმართავს
შემდეგი სტატია“მარნეულის ყოფილმა მერმა საკუთარი შარდი წაასმევინა სახეზე, დღეს ეს ადამიანი განაცდურს ითხოვს”-ჭიაბერაშვილი მთავრობას