ვახტანგ გომელაური: ასპროცენტიანი დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რომ არ გავრცელდება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა 31 მარტს დაანონსებულ ვიდეოებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

„ვერავინ ვერ იტყვის, რომ ეს არ გავრცელდება, ან გავრცელდება. იმედი გვაქვს, რომ არ გავრცელდება, თუმცა 100 პროცენტიანი დარწმუნებით ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს არ მოხდება და არ გავრცელდება. თუ გავრცელდა, გამოძიება მიმდინარეობს პროკურატურაში. ურთულესი საქმეა, არ არის ადვილი. მოლოდინს ვერ შეგიქმნით, რა თქმა უნდა, პროკურატურა იძიებს და ჩვენ ვეხმარებით, სპეციალური ჯგუფია შექმნილი და მაქსიმალურს ვაკეთებთ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ 31 მარტს, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებაა დაანონსებული. შესაბამისი ინფორმაციები ჟურნალისტებსა და სხვა სფეროს წარმომადგენლებს ინტერნეტის საშუალებით მიუვიდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას ვგმობთ
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ვხედავთ საქართველოში ოკუპაციას, იგივე გამოწვევებია უკრაინაში