გიორგი კვირიკაშვილი: ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას ვგმობთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივან ფილიპ ჰამონდთან შეხვედრაზე მსოფლიოში და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საუბარი შეეხო ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.

“დღეს, მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ვისაუბრეთ უსაფრთხოების საკითხებზე; მათ შორის, ჩვენს რეგიონში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.

ჩვენ ერთხმად დავგმეთ ტერორიზმის ნებისმიერი გამოვლინება, რაც სასტიკ დანაშაულს წარმოადგენს კაცობრიობის წინაშე და ხაზგასმით აღვნიშნეთ, მსოფლიოში მშვიდობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე ერთობლივი ბრძოლის მნიშვნელობა”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიესპანეთში გატეცებულ ჩემოდანში რადიოაქტიური ნივთიერებები იდო
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური: ასპროცენტიანი დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რომ არ გავრცელდება