აშშ უკრაინას ბახმუტიდან ჯარების გაყვანას ურჩევს

აშშ უკრაინას ბახმუტიდან ჯარების გაყვანას ურჩევს,-იუწყება AFP აშშ-ის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.

ვარაუდობენ, რომ უკრაინის სარდლობის გაზრდილი ყურადღება ქალაქის დაკავებაზე ართულებს მოსალოდნელი საგაზაფხულო შეტევისთვის მომზადებას. ბახმუტის შემთხვევაში დრო რუსეთის მხარესაა, რომელსაც მეტი საარტილერიო და სამხედრო რესურსი აქვს.

ამერიკელი ჩინოვნიკის თქმით, უკრაინამ უნდა განიხილოს ბახმუტის ,,გაცვლის” შესაძლებლობა თავისი ჯარების წვრთნისთვის, რადგან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შესაძლოა არ ჰქონდეს საკმარისი რესურსი ქალაქში სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად და სამხრეთით შეტევისთვის მოსამზადებლად.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში ოკუპანტების მხარეზე მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი, ალექსი ბექაური მოკლეს
შემდეგი სტატიაწალენჯიხის მერი ფოცხოეწერის დასახლებაში ადგილობრივებს შეხვდა