აშშ საქართველოს უსაფრთხოების ძალების გაძლიერებას მხარს უჭერს – ელისაბედ რუდი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელის, ელისაბედ რუდის განცხადებით, აშშ საქართველოს უსაფრთხოების ძალების გაძლიერებას მხარს უჭერს და აგრძელებს მხარდაჭერას ნატო-ში გაწევრიანების კუთხით.

როგორც რუდმა თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე აღნიშნა, საქართველოს პროგრესი ევროატლანტიკური კუთხით მნიშვნელოვანია.

“საქართველოს პროგრესი ევროანტლანტიკური კუთხით მნიშვნელოვანია, საქართველო შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს უსაფრთხოების ძალების გაძლიერებას და მოხარული ვართ, რომ ამ კონფერენციაში ვმონაწილეობთ. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარადაჭერას, რათა ის ნატო-ს უფრო ძლიერი კონტრიბუტორი გახდეს,” – აღნიშნა ელისაბედ რუდმა.

banner
წინა სტატიაშიამბობენ, მაგარი ფილმიაო, სოლიდარობისთვის უნდა წავიდე, ყველა ბილეთი კი გაყიდულა, მაგრამ რაიმეს მოვახერხებ – გოცირიძე
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი: დიდი მადლობა შვედეთს აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით სტოკჰოლმში გამართული მინისტერიალისთვის