აშშ–ს სენატმა უკრაინისთვის ლეტალური იარაღის გადაცემა დაამტკიცა

აშშ–ს სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი “2018 წლის ეროვნული უსაფრთხოების ბიუჯეტის შესახებ”.

ამის შესახებ “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე წერს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. იგი აღნიშნავს, რომ ეს კანონი ითვალისწინებს უკრაინის მხარდასაჭერად $500 მლნ გამოყოფას უშიშროების და თავდაცვის სფეროებში. გარდა ამისა, ახალი კანონის თანახმად, უკრაინისთვის გამოიყოფა თავდაცვის ხასიათის ლეტალური იარაღი. ბიუჯეტში გაწერილია თანხები დაჭრილი უკრაინელი მეომრების აშშ–ს სამედიცინო დაწესებულებებში სამკურნალოდ.
” პირველად საკანონმდებლო დონეზე უკრაინას გადაეცემა : რადიოლოკაციური, ჰაერსაწინააღმდეგო, სამეთვალყურეო თავდაცვითი საშუალებები, აგრეთვე ნაღმსაწინააღმდეგო საშუალებები და სანაპირო დავცვის გემები”, – წერს პოროშენკო.

banner
წინა სტატიაშიანგარიშის მიხედვით, ერთ წელში სამეწარმეო საქმიანობიდან ყველაზე მაღალი შემოსავალი – 17 429 052 ლარი დეპუტატ კახა ოქრიაშვილს აქვს მიღებული
შემდეგი სტატია,,მზად ვარ მივიღო გამოწვევები და გავუმკლავდე მათ შორის ფიზიკურად – ხშირად არა, მაგრამ სავარჯიშო დარბაზშიც დავდივარ”