აშშ-ს ხომალდმა ირანის გემებს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა

აშშ-ს სანაპირო დაცვის ხომალდმა ირანის გემებს, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში ამერიკის სამხედრო-საზღვაო გემებს მიუახლოვდნენ, გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა – “ბიბისი” წერს.
პენტაგონმა განაცხადა, რომ ირანის რევოლუციური გვარდიის 13 სწრაფი კატერი ამერიკულ გემებს 140 მეტრით მიუახლოვდნენ. მათ ტერიტორია მხოლოდ 30 გამაფრთხილებელი გასროლის შემდეგ დატოვეს.

მსგავსი ინციდენტი, ორი კვირის მანძილზე უკვე მეორედ ხდება რეგიონში.
პენტაგონის პრეს-მდივანმა ჯონ კირბიმ ირანის გემებს ბრალი დასდო იმაში, რომ ამერიკული ხომალდების გვერდით “ძალიან აგრესიულად იქცეოდნენ”. “ეს საშიშია და არაპროფესიონალური. ეს ისეთი მოქმედებაა, რომელსაც ვიღაცის დაშავება შეუძლია გამოიწვიოს. ეს არავის ინტერესში არ არის” – განაცხადა მან.

banner
წინა სტატიაშიმოქალაქეებს ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ცხელი ხაზით – 15 22 შეეძლებათ
შემდეგი სტატიაგაბუნია – უკვე ვართ პიკურ პერიოდში, რაც სავარაუდოდ, 2 კვირა გაგრძელდება