აშშ რუსეთს კიბერშეტევების გამო საპასუხო ნაბიჯით ემუქრება

აშშ-ს ორგანიზაციებზე რამდენიმე ხნის წინ განხორციელებული კიბერშეტევების გამო, რომელთა უკან ვარაუდობენ, რომ რუსეთი დგას, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი  “საგრძნობ შედეგებს” მიიღებს – ამის შესახებ მან “ენბისისთან” ინტერვიუში თქვა.
შეკითხვაზე, თუ რატომ არ რეაგირებს აშშ სავარაუდოდ, რუსეთიდან განხორციელებულ კიბერშეტევებზე, ბაიდენმა უპასუხა, რომ ვაშინგტონს აქვს “შესაძლებლობა ეს გააკეთოს და შეტყობინება უკვე გაგზავნილია”. ამასთანავე, “რუსეთის ლიდერი, ვლადიმირ პუტინი” ამაზე ინფორმაციას მიიღებს და რომ პასუხს “უზარმაზარი ზემოქმედება” ექნება.
მოგვიანებით, ტელეკომპანიამ გაავრცელა, რომ აშშ-ს ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს აქვს, თითქოსდა, საპასუხო ზომები, რომელიც “კრემლს შეაშფოთებს”.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მ რუსეთს კიბერშეტევების განხორციელებაში 7 ოქტომბერს დასდო ბრალი.

banner
წინა სტატიაში(+ფოტო) გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებას „თბილისობის“ დღესასწაული მიულოცა
შემდეგი სტატიასაქველმოქმედო ორგანიზაციები ალეპოში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვენ