აშშ პოლონეთს რუსეთისათვის საშიში ფრთოსან რაკეტებით მოამარაგებს

პოლონური მედიის ინფორმაციით, ვარშავამ და ვაშინგტონმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც აშშ – პოლონეთს ჰაერი-ზედაპირის ტიპის ფრთოსან რაკეტებს, JASSM-ER-ებს მიაწვდის.
JASSM-ER-ი ყველაზე თანამედროვა რაკეტსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტებია, რომელთა მოქმედების რადიუსი 1000-1300 კილომეტრის ფარგლებში მერყეობს. ეს რაკეტები F-16 ტიპის თვითმფრინავების აღსაჭურვადაა განკუთვნილი. კონტრაქტის ღირებულება, რომელიც ზემოხსენებული 70 ცალამდე რაკეტის შესაძენად პოლონეთმა აშშ-ს უნდა გადაუხადოს, 230 მილიონს აღწევს. საბრძოლო რაკეტებთან ერთად, პოლონეთი 8 ცალ სასწავლო რაკეტას და სასწავლო რაკეტების გამშვებ ტრენაჟორს მიიღებს, რაკეტების გამოყენებისათვის პერსონალის მოსამზადებლად.
მიმდინარე წლის აპრილის თვეში, რუსეთის გენშტაბის ოპერატიული სამმართველოს უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ანდრეი კარტალოვმა განაცხადა, რომ ,,ნატო,, აპირებს JASSM-ER-ის ტიპის რაკეტებით მოამარაგოს აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნები, რათა მათ შეეძლოთ 1,3 ათას კილომეტრამდე რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეები, რისთვისაც 2008 წლიდან ალიანსი ამ ქვეყნების სამხედრო ბაზების ,,ნატოს,, სტანდარტების შესაბამისობაში მოყვანას აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშირადას ყოფილი დეპუტატი პოროშენკოს კორუფციაში სდებს ბრალს
შემდეგი სტატიათურქეთის შსს რუსი ელჩის მკვლელობის ახალ დეტალებზე საუბრობს