რადას ყოფილი დეპუტატი პოროშენკოს კორუფციაში სდებს ბრალს

ამერიკულმა ავტორიტეტულმა Time-მა უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატის ალექსანდრ ონიშენკოს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ის უკრაინის პრეზიდენტს პეტრე პოროშენკოს კორუფციასა და ოპონენტების დევნაში ადანაშაულებს.
“უკრაინის პარლამენტის წევრად ყოფნისას, მე პირადად ვნახე ის, რომ პოროშენკო კორუფციაშია გარეული, რომელიც თავისი მასშტაბებით უპრეცენდენტოა. უკანასკნელი სამი წლის მანძილზე მე იმის მოწმე გავხდი, რომ პოროშენკომ ასობით მილიონი დოლარი მოიპარა ფულის გათეთრებით, რომელსაც უკრაინაში მოქმედ ყველა საწარმოს სთხოვდა. ისინი კი, ვინც გადახდაზე უარს ამბობდნენ და მათ შორის მე, არალოიალურად ვითვლებოდით და მიზანმიმართულ დევნას განვიცდიდით მთავრობის მხრიდან” – ნათქვამია ონიშენკოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე თანაგუნდელებს ყრილობის გადადებას სთავაზობს
შემდეგი სტატიააშშ პოლონეთს რუსეთისათვის საშიში ფრთოსან რაკეტებით მოამარაგებს