აშშ კიევს ანტიდრონებს მიაწვდის

როგორც აშშ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით CNN წერს, აშშ გაითვალისწინებს უკრაინის მაღალ მოთხოვნას უპილოტო საფრენი აპარატებისგან დაცვის საკითხში, როცა მომდევნო სამხედრო დახმარება დაიგეგმება.

როგორც წყარო ამბობს, 17 ოქტომბერს, უკრაინის ქალაქებზე “დრონების სასიკვდილო იერიშებმა” უკვე იქონია გავლენა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდების თემაზე და აშშ-ში დამატებითი დეტალების განხილვა უკვე დაიწყეს, რადგან მიიჩნიეს, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მთავარი პრობლემა უკრაინისთვის სწორედ ირანული დრონებია.

ბაიდენმა და მისმა ადმინისტრაციამ ყველასთვის გასაგონად თქვა, რომ გააგრძელებს უკრაინისთვის ჰსთ ცალკეული სისტემების, მათ შორის, ორი NASAMS-ის მიწოდებას, მაგრამ ისინი უკრაინისგან ელოდებიან ოფიციალურ ინფორმაციას ირანული დრონების მახასიათებლებისა და მისგან მიყენებული ზიანის დაწვრილებით აღწერას.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ზარქუა ოპოზიციას:კახი კალაძე იმიტომ გყავთ გაჩხერილი ყელში, რომ სხვა ლიდერებთან ერთად დაგამთავრათ პოლიტიკურად
შემდეგი სტატიაადეიშვილი არის არა მხოლოდ ბრალდებული კონკრეტულ დანაშაულებში, არამედ ის იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მახინჯი რეპრესიული მანქანის შემოქმედი გასული წლების მანძილზე – კობახიძე