აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი – აშშ-მა გერმანიაში უკრაინელი სამხედროების მომზადება დაიწყო

აშშ-მა გერმანიაში უკრაინელი სამხედროების მომზადება დაიწყო. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა.

პენტაგონის წარმომადგენლის ცნობით, უკრაინელ სამხედროებს ახალი შეიარაღების გამოყენებაში მოამზადებენ.

„ეს ძალისხმევა ეფუძნება საარტილერიო წვრთნებს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე გაიარეს სხვაგან, ასევე მოიცავს სწავლებას რადარების სისტემებთან და ჯავშანტექნიკასთან დაკავშირებით, რომლის გადაცემაც ცოტა ხნის წინ გამოცხადდა უსაფრთხოების სფეროში დახმარების პაკეტის ფარგლებში“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.

მისი თქმით, გერმანიის გარდა, აშშ უკრაინელი სამხედროებს უკრაინის სხვა ორ ქვეყანაში ამზადებს, თუმცა პენტაგონის პრესსპიკერმა არ დააკონკრეტა, რომელ სახელმწიფოზეა საუბარი.

როგორც „სიენენი“ წერს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა 29 აპრილს განაცხადა, უახლოეს 24 საათში ევროპის რეგიონში აშშ-დან უკრაინისთვის სამხედრო დახმარებით დატვირთული ათზე მეტი თვითმფრინავი ჩავა.

banner
წინა სტატიაშიბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით არ გარდაიცვალა არც ერთი პაციენტი – გამოვლინდა 153 ახალი შემთხვევა
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – ჩვენ შევძლებთ ჩვენი ჯარის კიდევ უფრო გაძლიერებას, მადლობას ვუხდი მეგობრებს, პარტნიორებს – აშშ-ს, ნატო-ს წევრ ქვეყნებს, ყველას, ვინც მხარს უჭერს ჩვენი ჯარის გაძლიერებას