აშშ-ის საელჩო – მსოფლიომ ლეგენდარული კომპოზიტორი, გია ყანჩელი დაკარგა – მისი მუსიკა კვეთდა დროისა და კულტურის საზღვრებს

დღეს მსოფლიომ ლეგენდარული კომპოზიტორი, გია ყანჩელი დაკარგა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო, საელჩოს „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

„მისი მუსიკა კვეთდა დროისა და კულტურის საზღვრებს და ის სამუდამოდ გააგრძელებს ცხოვრებას. დღეს, როგორც არასდროს, ყვითელი ფოთლები სიჩუმეს გავს“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

84 წლის ასაკში კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა. გია ყანჩელი ბოლო პერიოდის განმავლობაში ავადმყოფობდა. ის თბილისში, ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში მკურნალობდა.

banner
წინა სტატიაშისაავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას სახელმწიფოს თანხების მითვისებისთვის კომპანიის დირექტორი დააკავეს
შემდეგი სტატიაიმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ჭიათურელ მაღაროელებს პროფესიული დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა