“ასეთ პოზიციებზე ხარკის გადახდა არ არსებობს…” – ჟვანიას პასუხი “ენმ”-ს

ასეთ პოზიციებზე ხარკის გადახდა არ არსებობს, ასეთ პოზიციებზე არსებობს ნეიტრალიტეტი, დამოუკიდებლობა,- ასე პასუხობს თამარ ჟვანია „ნაციონალური მოძრაობიდან“ ცესკო-ს წევრის დავით კირთაძის განცხადებას, რომ ცესკო-ს მიერ ხელშეწყობილმა პრეზიდენტმა თამარ ჟვანიას ხარკი დაუბრუნა.

„ასეთ პოზიციებზე ხარკის გადახდა არ არსებობს. ასეთ პოზიციებზე არსებობს ნეიტრალიტეტი, დამოუკიდებლობა და თქვენ, ყველა ძალიან კარგად ნახავთ საქმეში, რომელიც ადმინისტრაციამ 5 წლის განმავლობაში გააკეთა და შემდგომი წლების განმავლობაშიც დაამტკიცებს, (იმ შემთხვევაში თუ მე ვიქნები ამ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი), რომ ყველაფერი იქნება ხალხის ნების მიხედვით“,- განაცხადა ჟვანიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირთაძემ, რომელიც ასევე ცესკო-ს წევრია, ცესკოს კომისიის დღევანდელ სხდომაში მონაწილეობაზე უარი თქვა. ის სხდომას ფარსს უწოდებს და აცხადებს, რომ ცესკოს მიერ ხელშეწყობილმა პრეზიდენტმა თამარ ჟვანიას ხარკი დაუბრუნა.

ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. სხდომა 14:00 საათზე გაიმართება.

banner
წინა სტატიაში„არ მინდა, ჩემი შვილი ცხოვროებდეს იმ ქვეყანაში, სადაც 25 წლის შემდეგაც მის თაობას მოუწიოს, ჩინჩალაძის კლანს ებრძოლოს“ – ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ახალშობილთან ერთად მივიდა
შემდეგი სტატიაქუთაისში 52 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა