„არ მინდა, ჩემი შვილი ცხოვროებდეს იმ ქვეყანაში, სადაც 25 წლის შემდეგაც მის თაობას მოუწიოს, ჩინჩალაძის კლანს ებრძოლოს“ – ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ახალშობილთან ერთად მივიდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი სხდომაზე ორი თვის შვილთან ერთად მივიდა და საბჭოს მოუწოდა, არ დაასახელოს დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურები და პროცესი წარმართოს ღიად და გამჭვირვალედ.

მისი თქმით, დახურული მმართველობის სისტემა უნდა შეიცვალოს.
„უზენაესი სასამართლოც შეიძლება აღმოჩნდეს ჩინჩალაძის კლანის ხელში უვადოდ. ამიტომ მოვედი დღეს ჩემს შვილთან ერთად აქ, რომ დღეს არის დღის წესრიგში შეტანილი საკითხი, რომელიც ეხება უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევას და მე მინდა მოვუწოდო იუსტიციის საბჭოს, რომ ისინი შესაძლებელია, დღეისთვის ცდილობენ, რომ თავის თანამდებობები გაიმყარონ და შეიძლება ცდილობენ, რომ უზენაესშიც გაიმყარონ თავის პოზიციები, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვიზრუნოთ ჩვენს შვილებზე და მე ნამდვილად არ მინდა, ჩემი შვილი ცხოვროებდეს იმ ქვეყანაში, სადაც 25 წლის შემდეგად მათ თაობას მოუწიოს, რომ ჩინჩალაძის კლანს ებრძოლოს” – აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია დააკევეს
შემდეგი სტატია“ასეთ პოზიციებზე ხარკის გადახდა არ არსებობს…” – ჟვანიას პასუხი “ენმ”-ს