ასეთ განცხადებებს მეტი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ-მდინარაძე პრეზიდენტის განცხადებაზე

ჯართან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გამოეხმაურა.

“საქართველოს ჰყავს ჯარი და ჯარისკაცები, რომლითაც შეგვიძლია ვიამაყოთ და არა მხოლოდ საქართველოში, ამას აღიარებენ მთელ მსოფლიოში. ისინი ამერიკელი და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ჯარისკაცების მხარდამხარ მშვიდობისთვის იბრძვიან მაგალითად ავღანეთში. როდესაც ნებისმიერი ადამიანი, პოლიტიკოსი ასეთ განცხადებას აკეთებს, ამ დროს მეტი სიფრთხილეა გამოსაჩენი. გასაგებია, რომ სხვა რამეს გულისხმობდა და სხვა რამის თქმა უნდოდა, მაგრამ ასეთ განცხადებებს უნდა მოვეკიდოთ მეტი სიფრთხილით,” – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, სამეცნიერო წარმომადგენლებთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა მორიგი ხმაურიანი და სკანდალური განცხადება გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტისა და ქვეყნის მთავარსარდლის განცხადებით, “არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი”.

banner
წინა სტატიაში“არასწორად იყო ინტერპრეტირებული პრეზიდენტის განცხადება”
შემდეგი სტატია“როდესაც ზურაბიშვილის ეს განცხადება მოვისმინე, თავი რიგით ჯარისკაცად წარმოვიდგინე”