სარჯველაძე: ყველას აქვს უფლება, პროტესტი გამოხატოს, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოში ყველას აქვს უფლება, აქცია გამართოს და პროტესტი გამოხატოს.

თუმცა, სარჯველაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ პროტესტი საფუძვლიანი ვერ იქნება და ამას ხალხის რაოდენობა არ განსაზღვრავს.

„წინასწარ არ ვიცი, აქცია დიდი იქნება, თუ პატარა. საქართველოში ყველას აქვს უფლება, აქცია გამართოს და გამოხატოს პროტესტი. უბრალოდ მე აქციის დამგეგმავების მიმართ ლოგიკაზე უფრო მეტად გავამახვილებდი ყურადღებას. რა არის პროტესტის მიზანი. ვისმენ, თითქოს, მათი შეფასებით, პოლიტიკურია პატიმრობა.
რამდენიც არ უნდა მოგროვდეს, ეს საფუძველს ვერ შემატებს იმ პროტესტს, რომელიც საფუძვლიანი არ იქნება. რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, შეძლებენ თუ არა გრანდიოზული მასშტაბის აქციების მოწყობას, პირადად მე ამას ცოტა სკეპტიკურად შევხედავდი, როდესაც საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს, რომ შეიძლება, პროტესტს საფუძველი არ ჰქონდეს, ამის მიმართ საზოგადოებაც სკეპტიკურია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშისარჯველაძე – სააკაშვილისთვის სასჯელის შეცვლის საკითხი არ დგას
შემდეგი სტატიასააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას ხელი მეუფე ნიკოლოზმაც მოაწერა