არჩილ თალაკვაძე : ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩავატაროთ საარჩევნო რეფორმა და დემოკრატიული არჩევნები

იმედი მაქვს, კონსტრუქციული სამუშაო პროცესი წარიმართება და ყველას მოგიწოდებთ, შეიტანოთ თქვენი წვლილი სამუშაო პროცესში და მიიღოთ მონაწილეობა პარლამენტის საქმიანობაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახლა პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირებაა.

„შესაძლოა, საგაზაფხულო სესია გაგვიგრძელდეს, ვინაიდან ამ მიმდინარე პროექტებთან ერთად, ჩვენ გვაქვს მისაღები საარჩევნო კანონმდებლობა, საკონტიტუციო ცვლილებები და ჩვენი დაპირება, ჩვენი პირობა როგორც სახელისუფლებო გუნდის და როგორც პარლამენტის, რჩება უცვლელი. ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს, რათა გავაკეთოთ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა, ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ამოცანა, რომელიც ახლა პარლამენტს, ჩვენ ყველას ერთად გვაქვს, როგორც უმრავლესობას, ასევე ოპოზიციას. მე იმედი მაქვს, რომ კონსტრუქციული სამუშაო პროცესი წარიმართება და ყველას მოგიწოდებთ, რომ შეიტანოთ თქვენი წვლილი ამ სამუშაო პროცესში და მიიღოთ მონაწილეობა პარლამენტის საქმიანობაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია ​კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებული ანგარიშით პარლამენტში 27 მაისს წარდგება
შემდეგი სტატიანათია თურნავა : მზად ვართ, რომ პარლამენტში ძალიან დეტალურად გავცეთ პასუხი ყველა კითხვას