ნათია თურნავა : მზად ვართ, რომ პარლამენტში ძალიან დეტალურად გავცეთ პასუხი ყველა კითხვას

ჩვენ შეგვიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ ეფექტურად ვართმევთ თავს ამ გამოწვევას და გვინდა, კიდევ ერთხელ გავუზიაროთ ეს ცოდნა მოსახლეობას და დეპუტატებს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, მთელი მთავრობის შემადგენლობა მზადყოფნას გამოხატავს, რომ მივიდეს პარლამენტში და გასცეს დეპუტატების კითხვებს პასუხი.

„პირველ რიგში, ალბათ მოსახლეობისთვის არის საინტერესო, კიდევ ერთხელ და უფრო დეტალურად შეიტყოს, რა ნაბიჯები იყო გადადგმული ეპიდემიასთან ბრძოლაში. რამდენად ეფექტურად ვიმოქმედეთ ერთი, არ დაგვეშვა ეპიდემიის კატასტროფული გავრცელება, რომ გვემართა ეს კრიზისი, მეორე, რა ნაბიჯებს ვდგამთ და მომავალში გადავდგამთ ეკონომიკური კრიზისისა და ეკონომიკური დარტყმის შერბილების მიმართულებით. ჩვენ აქამდეც საკმაოდ გამჭვირვალედ ვახორციელებდით და ვდგამდით თითოეულ ნაბიჯს. ყოველთვის ფართო კომუნიკაცია გვაქვს და მოსახლეობას ვაგებინებთ ყველა დაგეგმილ ნაბიჯს, მაგრამ პარლამენტი მართლაც არის ის ინსტიტუცია, სადაც კიდევ ერთხელ, დიდი სიამოვნებით, ძალან დეტალურად მზად ვართ, რომ ყველა არსებულ კითხვას გავცეთ პასუხი და ჩვენგანაც გავაკეთოთ მოხსენება. ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა, ხდება საქართველოსა და მთლიანად მსოფლიოში. ეს არის დიდი გამოწვევა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ ეფექტურად ვართმევთ თავს ამ გამოწვევას. გვინდა, კიდევ ერთხელ გავუზიაროთ ეს ცოდნა მოსახლეობას და დეპუტატებს“, – განაცხადა თურნავამ.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე : ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩავატაროთ საარჩევნო რეფორმა და დემოკრატიული არჩევნები
შემდეგი სტატიაივანე მაჭავარიანი: ვთხოვოთ ყველა დამსაქმებელს, ჩქარა მოგვაწოდონ ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, ვისზეც ხელფასის გაცემა არ ხდება