არჩილ თალაკვაძე: გაეროს ეგიდით ჩატარებულმა კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელისუფლებამ პანდემიის პერიოდში ეფექტური ნაბიჯები გადადგა

region
ავტ.: region აგვისტო 21, 2020 15:20

არჩილ თალაკვაძე: გაეროს ეგიდით ჩატარებულმა კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელისუფლებამ პანდემიის პერიოდში ეფექტური ნაბიჯები გადადგა

„მოხარულები ვართ, რომ გაეროს ეგიდით ჩატარებულმა კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ პანდემიის პერიოდში გადადგა ეფექტური ნაბიჯები, მიიღო სწორი გადაწყვეტილებები სოციალურ დახმარებებთან დაკავშირებით“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ წარდგენილ კვლევას.

არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ხელისუფლებამ პრიორიტეტები აბსოლუტურად სამართლიანად განსაზღვრა, რაც კვლევაში პოზიტიურად არის შეფასებული.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი მზად არის, მომავალშიც აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე და პანდემიით დაზარალებული ქვეყნის ეკონომიკა აღადგინოს.

„პრიორიტეტები იყო აბსოლუტურად სამართლიანად განსაზღვრული, ჩვენ პირველ რიგში, დავეხმარეთ ბავშვებს და სწორედ ამ კვლევაში არის ეს განსაკუთრებულ პოზიტივად შეფასებული. ჩვენ დავეხმარეთ მრავალშვილიან ოჯახებს, დავეხმარეთ ადამიანებს, რომელთაც დაკარგეს სამსახური, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს და ასევე, სხვა სოციალურ ჯგუფებს. რა საკვირველია, ჩვენ განვაგრძობთ ზრუნვას ჩვენს მოქალაქეებზე და გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რათა აღვადგინოთ პანდემიით დაზარალებული ეკონომიკა. ეს არის გლობალური გამოწვევა, თუმცა, როგორც ხედავთ, ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ვირუსის ფართო გავრცელების შეკავება და საქართველო ამ მომენტისთვის ეფექტურად უმკლავდება ამ გამოწვევას. სწორედ ეს გვაძლევს ჩვენ იმის თქმის საშუალებას, რომ მომავალშიც, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელისუფლებლო გუნდი მზად არის, რომ აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე და რაც მთავარია, აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის და თითოეული ოჯახის ეკონომიკა“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ

region
ავტ.: region აგვისტო 21, 2020 15:20