“ქმედებები ახლა, რაც შემდეგ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას გაართულებს, უდროოა”

აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას აღნიშნა, რომ ახლანდელი ქმედებები, რაც მომავალში კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას გაართულებს, უდროოა. ამის შესახებ მან დღეს, 21 აგვისტოს, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“არჩევნები ახლოვდება და ვფიქრობ, ქართველ ხალხს სურს, გადავიდეს უფრო პროპორციულ საარჩევნო სისტემასა და უფრო რეპრეზენტატულ პარლამენტზე. ეს მოითხოვს პარტიების თანამშრომლობას.

ყველა ქმედება ახლა, ადრეულ ეტაპზე, რომელიც ზღუდავს არჩევანს, ან უფრო ართულებს არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას, უდროოა. ვფიქრობ, ეს ხელს არ უწყობს იმ მიზნის მიღწევას, რომ ქართველი ხალხი უფრო პროპორციულ და რეპრეზენტატულ პარლამენტს ითხოვს”, – თქვა კელი დეგნანმა.

banner
წინა სტატიაში” ვიდრე რუსეთის მხრიდან ოკუპაცია და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები გრძელდება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი არ იქნება”
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე: გაეროს ეგიდით ჩატარებულმა კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელისუფლებამ პანდემიის პერიოდში ეფექტური ნაბიჯები გადადგა