არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს ხვალ გადასცემენ

ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს 20 მარტს გადასცემენ. ეს ინფორმაცია Front News International-ს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანმა დინა გასიევამ დაუდასტურა.

არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ახალგორში საქართველოს კიდევ ორ მოქალაქესთან – ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილთან ერთად 22 თებერვალს დააკავე.

23 თებერვალს დე ფაქტო ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი კიბეზე დაგორების შედეგად მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, მალევე კიდევ ერთი ინფორმაცია გაავრცელეს, რომლის თანახმად, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობო ორგანიზაციები “რუსთავი 2”-ზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანებიან
შემდეგი სტატიამარკ ცუკენბერგს აშშ-ს სენატი დაკითხავს