“არჩევნების შემდეგ, ჩვენი ატანა კვლავ მოუწევთ”

news
ავტ.: news მარტი 4, 2016 15:57

“არჩევნების შემდეგ, ჩვენი ატანა კვლავ მოუწევთ”

მნიშვნელოვანი

  • "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, პარტია კოალიცია "ქართული ოცნებიდან" გამოყოფას არ გეგმავს.

სხვა სტატიები

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, პარტია კოალიცია “ქართული ოცნებიდან” გამოყოფას არ გეგმავს.

დეპუტატის თქმით, “რესპუბლიკური პარტიის” ატანა ზოგიერთს კოალიციის არჩევნებში გამარჯვების შემდეგაც მოუწევს.

“საარჩევნოდ, ვრჩებით კოალიციაში. წარმატების შემთხვევაში, არჩევნების შემდეგ, კიდევ მოუწევს ჩვენი ატანა ზოგიერთს, არ ვიცი, თუ გადაიტანენ”, – აღნიშნავს დეპუტატი.

რაც შეეხება ორპარტიული შეთანხმების გაფორმებას, ბერძენიშვილის თქმით, ამაში ის იგულისხმება, რომ “რესპუბლიკური პარტია” და “ქართული ოცნება” ნამდვილად იქნება ერთად, ხოლო ის, რომ “რესპუბლიკური პარტიის” რომელიმე წევრს რომელიმე პარლამენტარზე პირადი აზრი ექნება, ულტიმატუმის მიზეზი აღარ გახდება.

“შეთანხმება გულისხმობს იმას, რომ “რესპუბლიკური პარტია” და “ქართული ოცნება” ნამდვილად იქნება ერთად, ხოლო ყევლაფერი დანარჩენი, უნდა გაარკვიონ დანარჩენმა პოლიტიკურმა ძალებმა. გვექნება ჩვენი აზრი კოლეგებზე, მათ შორის, პირადად მე, ჩემი აზრი მექნება ნებისმიერ პარლამენტარზე, მაგრამ ულტიმატუმი არ არის ის ხერხი, რომელსაც უნდა მივმართოთ ასეთ შემთხვევაში. პრობლემა არ არის “რესპუბლიკურსა” და “მრეწველებს” შორის, პრობლემა არის ცალკეულ მოსაზრებებზე ნატო-სა და კოალიციას შორის”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, “რესპუბლიკური პარტიის” ამოცანა პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკება იყო, რომელი წარმატებით განხორციელდა. “რესპუბლიკელებს” სურთ ორპარტიული შეთანხმების გაფორმება, რასთან დაკავშირებითაც მისი თქმით, შეთანხმება შედგა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერი “რესპუბლიკელებს” მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ შეხვდა. მანამდე, კვირიკაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც კოალიციაში შემავალ დაპირისპირებულ სუბიექტებს სადაო საკითხების კოალიციის შიგნით განხილვა შესთავაზა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კვირიკაშვილმა მთავრობაში ცვლილებები არ გამორიცხა.

news
ავტ.: news მარტი 4, 2016 15:57

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,098
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics