“ორპარტიული შეთანხმების” დეტალებს კოალიციის წევრები არ იცნობენ”

გია ვოლსკი facebook-ის საკუთარ გვერდზე დღევანდელ პროცესებს აფასებს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, ის ორპარტიული შეთანხმების დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ შემოთავაზება საინტერესოა, თუმცა ამაზე დამატებითი კონსულტაციებია საჭირო, რადგან ეს ერთგვარი “ნოუჰაუა” ქართული პოლიტიკისთვის.

“თუ არსებობს კოალიციური ერთობა, კოალიციურ ერთობაშიც უნდა იქნას დეტალები გავლილი. შემოთავაზება საინტერესოა, თუმცა მისი დეტალები არ ვიცი. ამ თემაზე გვექნება დამატებითი კონსულტაციები. ესაა სიახლე არამარტო ქართული პოლიტიკური ცხოვრებისათვის, გარკვეული “ნოუჰაუც” არის განვითარებული დემოკრატიებისათვის, როდესაც კოალიციის შიგნით, კიდევ სხვადასხა ურთიერთობები მიდის პარალელურად და მითუმეტეს, შეთანხმების დონეზე. ჯერჯერობით, ეს არ შემდგარა და იქამდე დეტალებზე ვერ გესაუბრებით”, – აცხადებს დეპუტატი.

შეგახსენებთ, “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბერძენიშვილის თქმით, “რესპუბლიკური პარტიის” ამოცანა პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკება იყო, რომელი წარმატებით განხორციელდა. “რესპუბლიკელებს” სურთ ორპარტიული შეთანხმების გაფორმება, რასთან დაკავშირებითაც მისი თქმით, შეთანხმება შედგა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერი “რესპუბლიკელებს” მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ შეხვდა. მანამდე, კვირიკაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც კოალიციაში შემავალ დაპირისპირებულ სუბიექტებს სადაო საკითხების კოალიციის შიგნით განხილვა შესთავაზა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კვირიკაშვილმა მთავრობაში ცვლილებები არ გამორიცხა.

banner
წინა სტატიაშიმთავრობა ატყუებს რუსთავის საზოგადოებას, მუშებს-მიხეილ მაჭავარიანი
შემდეგი სტატია“არჩევნების შემდეგ, ჩვენი ატანა კვლავ მოუწევთ”