“არჩევნები მოდის და მე მჭირდება, ავტორიტეტული პატრიარქი და ეკლესია” – ბიძინა ივანიშვილი მეუფე პეტრე ცაავას

“არჩევნები მოდის და მე მჭირდება, ავტორიტეტული პატრიარქი და ავტორიტეტული ეკლესია”, – ამ შინაარსის განმარტება მისცა ბიძინა ივანიშვილმა 2019 წლის გაზაფხულზე ჭყონდიდის ეპარქიაში სტუმრობისას, ეპარქიის მაშინდელ მმართველს.

მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, “თაიმერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ყვება, რომ მისი განყენება პატრიარქის შურისძიება იყო. თუმცა, როგორც მეუფე განმარტავს, ის პატრიარქის მხილებას და შემდგომ უკვე, ილია მეორის შურისძიებასთან ერთად, 2020 წლის წინასაარჩევნო პოლიტიკურ ინტერესებსაც შეეწირა.

“როდესაც 2019 წლის გაზაფხულზე, საკუთარი სურვილით, ჩემთან სტუმრად ჩამობრძანდა ბიძინა ივანიშვილი, დიალოგში მისი პოზიცია იყო ძალიან გამოკვეთილი: “მიუხედავად ყველაფრისა, ვიცი, მართალი ხარ. რაც ხდება ეკლესიაში შენზე მეტი ვიცი და პირადად მაქვს ნანახი. ახლა არჩევნები მოდის და მე მჭირდება ავტორიტეტული პატრიარქი და ავტორიტეტული ეკლესია”. ბიძინა ივანიშვილის ეს ნათქვამი 2020 წლის არჩევნებს უკავშირდებოდა”, – განმარტა “თაიმერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში მეუფე პეტრე ცაავამ.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქის შურისძიება, თუ სამართლიანი სასჯელი?! – ექსკლუზიური ინტერვიუ მეუფე პეტრე ცაავასთან
შემდეგი სტატიასაოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტში უკანონოდ საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს