“არავითარი შეფერხებები არ შეიძლება შეექმნას საქართველოში რეფორმებს”

„ევროკომისიას მივაწოდეთ აბსოლუტურად ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ,“ – ეს განცხადება პრემირმინისტრმა კანცელარიაში მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

შეხევდრაზე პრემიერმინისტრმა მისი ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა.

„ევროკომისიას მივაწოდეთ აბსოლუტურად ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ, ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე, რეფორმების მიმდინარეობის შესახებ და ძალიან საჭირო დისკუსია და განხილვები იყო და დროული იყო ეს ვიზიტი. დავტოვეთ ის შეგრძნება, რომ საქართველოში რეფორმები, რომლებიც გამომდინარეობს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგიდან, ხორციელდება სრული კურსით და არავითარი შეფერხებები არ შეიძლება შეექმნას ამ რეფორმებს,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

„ევროკომისიას მივაწოდეთ აბსოლუტურად ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ,“ – ეს განცხადება პრემირმინისტრმა კანცელარიაში მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

banner
წინა სტატიაში“ბიძინა ივანიშვილის ფეოდალური ხელისუფლებაც ამას გადაყვება”
შემდეგი სტატია62-ე სკოლაში მეოთხე სართულზე ხანძარი გაჩნდა