“ბიძინა ივანიშვილის ფეოდალური ხელისუფლებაც ამას გადაყვება”

მამუკა ახვლედიანსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე საუბრობენ კანონმდებლები.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, იუსტიციის საბჭო დამოუკიდებელი ორგანოა და გადაწყვეტილების პროცესში კონკრეტული დევნის დაწყების თაობაზე, ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს.

„მინდა იმედი გამოვთქვა, რომ იუსტიციის საბჭო პროცესს წარმართავს კანონის სრული დაცვით, ყოველგვარი სხვა კონტექსტის და ქვეტექსტების გარეშე,“ – აცხადებს ეკა ბესელია.

ნაციონალურ მოძრაობაში საეჭვო გარემოებებზე საუბრობენ.

„საეჭვოა სწორედ ის გარემოებაა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაახმაურა მამუკა ახვლედიანმა და ნაცვლად ამ საკითხის გამოკვლევისა, მიმდინარეობს დისციპლინური წარმოება სწორედ ამ მოსამართლის წინააღმდეგ,“- განმარტავს ჩიორა თაქთაქიშვილი.

პარალელურად, მიმდინარე პროცესს სამარცხვინოდ აფასებენ ადვოკატთა ასოციაციაში და ლევან მუსურიძისა და ნინო გვენეტაძის უშუალო პასუხისმგებლობაზე საუბარობენ.

“ბიძინა ივანიშვილის ფეოდალური ხელისუფლებაც ამას გადაყვება. მათი სასიკვდილო განაჩენი იქნება მურუსიძე და მურუსიძეები,” – განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა.

მამუკა ახვლედიანმა გუშინ დოკუმენტი გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, მის წინააღმდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დისციპილინური დევნა დასტურდება.

banner
წინა სტატიაში,,ნამდვილად გავეცით ის გარანტიები, რომ საქართველო უმაღლესი სტანდარტებით ჩაატარებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს“
შემდეგი სტატია“არავითარი შეფერხებები არ შეიძლება შეექმნას საქართველოში რეფორმებს”