არაპროგნოზირებადი ვალუტა უკავშირდება სუსტ და არათანმიმდევრულ ეკონომიკას – ეკონომისტები ლარის გაუფასურებას აფასებენ

ლარის კრიტიკულ ნიშნულთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი განმარტებებს ამ დრომდე არ აკეთებს. ეკონომისტების პროგნოზი კი არცთუ დამაიმედებელია.

არსებულ ვითარებას ისინი ხელისუფლების არათანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებენ და მას რეკომენდაციებით მიმართავენ. ისტორიულ მინიმუმამდე ლარს ერთი ნაბიჯი აქვს დარჩენილი.

“მთავარი პრობლემა, ის რომ ჩვენ გვაქვს მერყევი ვალუტა ხან უფასურდება, ხან მყარდება, არაპროგნოზირებადი ვალუტა უკავშირდება სუსტ ეკონომიკას იმ რეფორმებს რაც უკვე წლების განმავლობაშია კეთდება, არათანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკური პოლიტიკის არარსებობას. ეს უკავშირდება იმასაც, რომ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების და ვალუტის შემოსვლის ტემპები არის დაბალი, შესაბამისად აღარ უნდა გაგვიკვირდეს თუ ეროვნული ვალუტა უფასურდება,“-ამბობს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი.

ეკონომისტი ლაშა გოცირიძე მთავრობას ურჩევს ნაკლებად ჩაერიოს ეკონომიკაში. გოცირიძე ამბობს,რომ ახლა საჭიროა ხელისუფლებამ თავის შეიკავოს ახალი რეგულაციების შემოღებისგან და სადაც შესაძლებელია შეამციროს გადასახადები.

5 თვიანი პერმანენტული გაუფასურების შემდეგ, ერთი დოლარი ამჟამად ოფიციალურად 2 ლარი და 77 თეთრი ღირს, თუმცა დოლარის შესაძენად რეალურად უფრო მეტი თანხა დაგჭირდებათ.

banner
წინა სტატიაშიჩაწყობილი პოლიტიკური თამაშები
შემდეგი სტატია19 მაისის არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების წარდგენის ვადა დღეს იწურება