“არაფორმალურ მმართველობაზე ლაპარაკი არ შეიძლება”- ვიქტორ დოლიძე დავით უსუფაშვილს პასუხობს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე დავით უსუფაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ის ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს და მის არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს.

“გავლენა, მოსაზრება და ავტორიტეტი არის ერთი თემა, მმართველობა არის მეორე თემა. დღეს საქართველოს ჰყავს პრემიერ-მინისტრი, ძლიერი ფიგურა, რომელსაც პატივს სცემენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. მე ვარ ამ მთვარობის ერთ-ერთი წარმომადგენელი და აქედან გამომდინარე არანაირ არაფორმალურ მმართველობაზე ლაპარაკი არ შეიძლება,“ – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიინტერპოლმა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულზე ძებნა გამოაცხადა
შემდეგი სტატიაკახი კალაძე: პრემიერი პოსტის დატოვებას არ აპირებს