არა რუსულ კანონს! პარლამენტთან პროტესტი განახლდა

რუსული კანონის მიღება ივანიშვილის პარტიას ისევ საზოგადოების პროტესტის ფონზე მოუწევს. საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან იკრიბებიან რიგითი მოქალაქეები, ახალგაზრდები, სტუდენტები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ყველა, ვინც მზად არის წინ აღუდგეს რუსულ კანონს.

“ოცნების” პარლამენტი რუსული კანონის პირველი მოსმენით განხილვას პლენარულ სესიაზე სწორედ დღეს, დღის მეორე ნახევარში გეგმავს.

აქციის მონაწილეები ამჟამად პარლამენტის უკან იმყოფებიან, საღამოს 19 საათიდან კი პროტესტი პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებს.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლებას მოუწევთ უკან წაიღონ რუსული კანონი – ფარულავა
შემდეგი სტატიამათიკაშვილი – ელისაშვილის საქციელი იყოს გაფრთხილება ყველასთვის: ერთ მუშტს მოიქნევთ? ათი მოგხვდებათ