არ გვჭირდება კონფლიქტის გაყინვა, ან რაიმე შეთანხმება, ჩვენი მიზანი სრული დეოკუპაციაა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის საბოლოო მიზანი ქვეყნის სრული დეოკუპაციაა.

უკრაინული სამხედროების კონტრშეტევებზე ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინა არ გაჩერდება ბრძოლას გააგრძელებს.

ჩვენი მთავარი მიზანი ჩვენი ტერიტორიების სრული დეოკუპაციაა. რუსეთს არ უნდა მივცეთ უფლება 2014 წელს დაწყებული ოკუპაცია გააგრძელოს. არ გვჭირდება კონფლიქტის გაყინვა, ან რაიმე შეთანხმება და მოლაპარაკება, რათა მათ დრო მიეცეთ, გაძლიერდნენ და შემდეგ ისევ დაიწყონ თავდასხმები. ეს არის რუსეთის სტრატეგია. ნელ-ნელა და ჩუმად გჭამენ. მე ამას რუსულ კანიბალიზმს ვუწოდებ. ამ თამაშში მონაწილეობა არ მინდა, რადგან ეს არ მომწონს. მე ვერ მოგიყვებით ჩვენს გეგმებზე დეტალებს, თუმცა თქვენ გამიგებთ რასაც ვამბობ. ჩვენ ერთ ადგილზე გაჩერებას არ ვაპირებთ, ვიმოძრავებთ ნელა, მაგრამ ეფექტურად.” თქვა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს 3 000-ზე მეტ მოქალაქეს ევროპის ქვეყნებში შესვლა შეეზღუდა – შსს
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე – ისეთი მსუბუქი ყოფაქცევის პარტია, როგორიც არის „ნაცმოძრაობა“, მსოფლიოში არ არსებობს