აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან „სირცხვილის კორიდორი” მოაწყვეს

პარლამენტის გვერდით შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩის მხრიდან, სადაც აქცია მიმდინარეობს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა მხარდამჭერებთან ერთად “სირცხვილის კორიდორი” მოაწყვეს.

მმართველი პარტიის წევრებს პარლამენტში შესვლა აქტივისტების ხმაურის ფონზე უწევთ. „ევროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძის განცხადებით, “სირცხვილის კორიდორი” მოაწყეს პარლამენტში დღეს მიმდინარე პროცესის მიმართ, სადაც კანონმდებლებმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი უნდა დაუჭირონ. მისი თქმით, მსგავსი ტიპის აქციები მომავალშიც გაგრძელდება.

„ეს არის „სირცხვილის კორიდორი“ იმ დეპუტატების მიმართ, რომლებიც ივანიშვილის დავალებით ახლა, აქ მოვლენ, მწვანე ღილაკს ხელს დააჭერენ და ირაკლი შოთაძეს აირჩევენ. ივანიშვილს უნდა, ხალხს აჩვენოს, რომ ისე იქცევა, როგორც მას უნდა და არ აინტერესებს საზოგადოენბს განწყობა” – განაცხადა კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიუმძიმესი ვითარები ფსიქიატრიულ ჯანამრთელობის ცენტრში -სახალხო დამცველი
შემდეგი სტატიააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთან შეხვედრაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ