“აქ არის რუსეთის ფაქტორიც” – სამადაშვილი TBC-ის და საქმეზე და ანაკლიის პროექტზე

„ის, რაც ხდება TBC ბანკის გარშემო ხდება, უკავშირდება პირველ რიგში სწორედ ანაკლიის პროექტს, რომელიც არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული დანიშნულების მქონე არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის,“ -აცხადებს სალომე სამადაშვილი.

„რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ არის მცდელობა ან საერთოდ ჩაიშალოს ეს პროექტი, ან თუ მისი საბოლოო ჩაშლა ვერ მოხდება ამ პროექტის მართვის სადავეები ჩაიგდოს ხელში ბიძინა ივანიშვილმა ან მასზე დაქვემდებარებულმა პირებმა. ვფიქრობ, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი რუსეთის ფაქტორიც და შესაბამისად მოველი, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების რეაგირება იქნება ბევრად უფრო მკვეთრი,“-აცხადებს სალომე სამადაშვილი.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი : მედიაციის შესახებ კანონი განხილვაშია და პარლამენტს რამდენიმე დღეში წარედგინება
შემდეგი სტატიაTBC ბანკის საქმე – გაეროს წარმომადგენელი გამოძიების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობს