TBC ბანკის საქმე – გაეროს წარმომადგენელი გამოძიების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობს

თბილის ბანკის საქმე და სახელმწიფო შეტევა კერძო ბიზნესზე – მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას, დღეს გაეროს წარმომადგენელი გამოეხმაურა.

დიპლომატი ამბობს, რომ საქმეს უცხოელი ინვესტორებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალეს უნდა წარიმართოს.

„საქართველოს სჭირდება ძლიერი ფინანსური ინსტიტუტები და ძლიერი ფინანსური რეგულაციები – ეს არის გასაღები ნებისმიერი ბიზნესგარემოსთვის. ამას გარდა, საქართველოს სჭირდება ძლიერი სასამართლოც. სამივე სფერო ახლა გამოცდას გადის. ველოდებით, რომ TBC ბანკის საკით ხი გამჭვირვალედ და ქვეყნის კანონმდებლობის დაცვით ჩატარდება.

“ცხადია TBC ბანკის გარშემო ბევრი სპეკულაციაა, ამიტომ მოვუწოდებთ, რომ პროცესი იყო გამჭვირვალე და სამართლიანი, ინვესტორები დააკვირდებიან პროცესს და დაელოდებიან შედეგს“-აცხადებს გაეროს კოორდინატორი და განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი.

banner
წინა სტატიაში“აქ არის რუსეთის ფაქტორიც” – სამადაშვილი TBC-ის და საქმეზე და ანაკლიის პროექტზე
შემდეგი სტატიაივანიშვილი საკუთარ ინსტრუმენტებად იყენებს სამართალდამცველ ორგანოებს და ახლა უკვე ეროვნულ ბანკსაც – აბესაძე TBC ბანკზე საუბრობს