აფხაზეთში რუსებზე თავდასხმების გამო საპროტესტო აქცია გაიმართა

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში რუსულმა სათვისტომომ იქ არსებული კრიმინალური მდგომარეობა გააპროტესტა აქციაზე, რომელიც დღეს გაიმართა. მიმდინარე წელს აფხაზეთში რუსეთის ორ მოქალაქეს დაესხნენ თავს. ადგილობრივი რუსები თვლიან, რომ აფხაზეთი ამდაგვარად სამაგიეროს უხდის მოსკოვს – ადგილობრივი მედია წერს.

რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობას მოსთხოვა სიტუაციაში გაერკვეს და რუსეთის ორი მოქალაქის საქმე საგულდაგულოდ გამოიძიონ.

14 იანვარს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშში რუსი მიხაილ მასლოვი სასტიკად მოკლეს. მეორე დღეს, გაგრის რაიონში თავს დაესხნენ ბიზნესმენ მიხაილ ევალენკოს. მის მანქანაში ჩამონტაჟებულმა ბომბმა ის მძიმედ დაჭრა. ბიზნესმენი გადარჩა, მაგრამ სოჭის საავადმყოფოში ორივე თვალის ამპუტაცია გაუკეთეს.

დე-ფაქტო რესპუბლიკაში ორივე ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. თუმცა, საპროტესტო აქციის მონაწილეები თვლიან, რომ დამნაშავეების დადგენა და დაკავება არ მოხდება.

banner
წინა სტატიაშიგეგა გეგეშიძე წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიასააკაშვილმა ტიმოშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატება უსურვა