სააკაშვილმა ტიმოშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატება უსურვა

ინტერპოლმა მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე ოფიციალურად უარი განაცხადასაქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა იულია ტიმოშენკოს ვიდეომიმართვაში საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარდაჭერა გამოუცხადა და წარმატებები უსურვა – მიმართვა ტიმოშენკოს პარტია “ბატკივშინას” ყრილობაზე აჩვენეს.

სააკაშვილის აზრით, ტიმოშენკოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინაში, შესაძლებელია, გაზის ტარიფი უფრო დაბალი იყოს, პოპულისტური არ არის. “თუკი გადასახადს ოლიგარქიულ ელემენტებს მოვაშორებთ, რომელსაც უკრაინელები ოლიგარქების და პოროშენკოს ჯიბეებისთვის იხდიან, ცხადია, ელექტროენერგია და გაზი გაიაფდება.

უკრაინას შეუძლია დიდი ქვეყანა გახდეს. მაგრამ, ამისათვის პოროშენკო და მისი ბანდა უნდა მოშორდნენ” – სააკაშვილმა თქვა. “ამიტომ, ამ ბრძოლაში უკრაინას წარმატებებს ვუსურვებ და იულია ტიმოშენკოს და თითოეულ თქვენგანს წარმატებებს ვუსურვებ” -ამბობს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში – უკრაინული მედია ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში რუსებზე თავდასხმების გამო საპროტესტო აქცია გაიმართა
შემდეგი სტატიაიულია ტიმოშენკო უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას