აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის განცხადება

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 19, 2019 21:40

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის განცხადება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აღშფოთებას გამოხატავს სოხუმიდან ოკუპირებული გალის რაიონში ნაგავსაყრელის გადატანასთან დაკავშირებით.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 12 აპრილს სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ქალაქში არსებული ნაგავსაყრელის უტილიზაციის ღონისძიებების ქართველებით დასახლებულ გალის რაიონში განხორციელების შესახებ.
ოკუპირებულ გალის რაიონში მუდმივად მიმდინარეობს ადამიანის უფლებების ტოტალური დარღვევა, რასთან დაკავშირებითაც აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება სისტემატურად გამოხატავს მწვავე პროტესტს და მიმართავს საერთაშორისო პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს რეაგირებისათვის, დეფაქტო ხელისუფლების მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების აღსაკვეთად.
იმ არნახულ დისკრიმინაციასთან ერთად, რომელსაც გალის ქართველი მოსახლეობა განიცდის კარგა ხანია, სოხუმიდან გალში ნაგავსაყრელის გადატანით, იგი აშკარა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეც აღმოჩნდება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო გმობს ქართველი ეროვნების მოქალაქეების მიმართ სეპარატისტული ხელისუფლების მორიგ წინასწარგანზრახულ და ცინიზმით გაჯერებულ დისკრიმინაციულ ქმედებას და მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ სამართლებრივი მექანიზმების საშუალებით დაიცვან ფიზიკური და სულიერი სეგრეგაციის მდგომარეობაში მყოფი გალის რაიონის ქართველი მოსახლეობის უფლებები, არ დაუშვან ვითარების კიდევ უფრო გამწვავება.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 19, 2019 21:40

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,163
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics