“მე თქვენი ოპონენტი არ ვარ, მე თქვენი განაჩენი ვარ” – ზელენსკი პოროშენკოს

“მე თქვენი ოპონენტი არ ვარ, მე თქვენი განაჩენი ვარ” – ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინის პრეზიდენტსა და პრეზიდენტობის კანდიდატ პეტრე პოროშენკოს ასე მიმართა. მანამდე პოროშენკომ ზელენსკი იმაში დაადანაშაულა, რომ ის რუსეთში ცხოვრობდა.
ზელენსკიმ გამოსვლის ბოლოს თქვა, რომ ხალხს ღირსეული ხელფასები და ჯანდაცვა არა აქვს და “კაკაია ეტა ნა ფიგ რეფორმა” . პოროშენკომ და მისმა გუნდმა უკრაინის ჰიმნი შეასრულეს.

დებატები უკვე დასრულდა.
პრეზიდენტობის კანდიდატები მადლობა გადაუხადეს ხალხს მოსვლისთვის.
უკრაინაში არჩევნების პირველი ტური 31 მარტს ჩატარდა. ზეგ კი მეორე ტური გაიმართება.

 

უკრაინის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატმა, პეტრო პოროშენკომ და ვლადიმირ ზელენსკიმ კიევის ოლიმპიურ სტადიონზე მიმდინარე დებატებისას დაიჩოქეს.

„ომის დაწყებამდე, როდესაც უკრაინელები იდგნენ მუხლებზე, მე მივმართე იანუკოვიჩს და ვთხოვე, წადით პრეზიდენტის თანამდებობიდან. მე მივმართე პუტინსაც და ვთქვი, რომ მზად ვარ, დავდგე მუხლებზე, ოღონდ არ დააყენოთ უკრაინა მუხლებზე.

მზად ვარ, ახლა დავდგე მუხლებზე თითოეული დედის წინაშე, რომლის შვილი არ დაბრუნებულა ფრონტიდან. მზად ვარ, დავდგე მუხლებზე თითოეული ბავშვის წინაშე, რომლის მამა არ დაბრუნებულა ფრონტიდან.

მზად ვარ, დავდგე მუხლებზე თითოეული ქალის წინაშე, რომლის ქმარი არ დაბრუნებულა ფრონტიდან და თქვენც ამისკენ მოგიწოდებთ, ბატონო პრეზიდენტო“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

ამის მერე, უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მუხლებზე დადგა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი ჩვეულებრივი ადამიანი უნდა იყოს, ჩვეულებრივი ხალხიდან – ზელენსკი-პოროსენკოს დებატები
შემდეგი სტატიააფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის განცხადება