ანზორ ბიწაძე: ,,რაც არ უნდა თქვას ხელისუფლებამ, ეს არის ბიძინა ივანიშვილის შეტევა მედიის თავისუფლებაზე “

,,მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ბიძინა ივანიშვილი ჯერ გაანადგურებს პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პარტიებს, შემდეგი ეტაპი არის მედია და მედიაზე სწორედ ამიტომ მიდის ბინძური პროპაგანდისტული შეტევა და ბოლო ეტაპი არის არასამთავრობო ორგანიზაციები და თუ მიუშვით იქამდეც მივა .

ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი დგას ოპოზიციის წინაშე. ეს ყველაფერი უკვე გაცდა ყველანაირ წითელ ხაზს და ნათელი არის, რომ ბიძინა ივანიშვილი არანაირი ევროპული და არანაირის პროდასავლური ქვეყნის მშენებლობას არ აპირებს.”-განაცხადა ,,ერთიანი საქართველოს” ერთერთმა ლიდერმა ანზორ ბიწაძემ.

,,ცოტა ხანში, ჩვენ გვექნება შეხვედრა. გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ ოპოზიციას, ვინ შარლ მიშელის დოკუმენტზე მოაწერა ხელი,
ზოგი მეტად და ზოგი ნაკლებად, ზოგი ისტორიულ დოკუმენტს უწოდებდა, ზოგს ძალით მოუწია ხელის მოწერა , მაგრამ ეს ყველაფერი გამოიწვია იმან, რომ ჩვენ არცერთ ეტაპზე არ ვიბრძოლეთ ბოლომდე.
ეფექტიანი ბრძოლის მექანიზმმი ახლა არის ის, რომ თავი დავანებოთ ახალი ველოსიპედის გამოგონებას, ნუ შევეცდებით, არჩევნების არ გვაქვს ქვეყანაში . ქვეყანაში ასი ათასობით ადამიანი მზად არის დააფიქსიროს თავიისი მშვიდობიანი პროტესტი , იმ შემთხვევაში თუ ადამიანებს ჩვენ გავაგებინებთ რა გვინდა, რას ვაპირებთ, ადამიანი, რომ გამოგვყეს, უნდა დაინახონ, რომ პოლიტიკოსები უკან არ დაიხევენ. იმედია, ახლა მაინც შევძლებთ ბოლომდე ბრძოლას.

რა კითხვარიც არ უნდა შეავსოს ,,ქართულმა ოცნებამ” და ვის რაღაში სჭირდება ევროპაში ,,ქართული ოცნების” მიერ შევსებული კითხვარი მას შემდეგ, რაც ოპოზიციური არხის ხელმძღვანელს იჭერენ”,- აცხადებს ,,ერთიანი საქართველოს” ლიდერი ანზორ ბიწაძე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გუგუჩია: პრემიერის გადაწყვეტილებით მიმდინარეობს მუშაობა, რომ წალენჯიხამ და ზუგდიდმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამებით სარგებლობა შეძლოს
შემდეგი სტატიასაქართველოში აშშ-ის საელჩო „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის მიმართა სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ავრცელებს