ანზორ ბიწაძე: არაპროგნოზირებადია რას გააკეთებს ხელისუფლება დღეს ან ხვალ

არაპროგნოზირებადია რას გააკეთებს ხელისუფლება დღეს ან ხვალ, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ანზორ ბიწაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ანზორ ბიწაძემ აღნიშნა, დღეს აქციაზე სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე იმყოფება და არ არის პირად გემოვნებაზე ზრუნვის დრო.

 

“ეს იყო თაღლითური სქემა ნომერი 2, რომელიც დღეს შემოგვთავაზა “ქართულმა ოცნებამ”. ეს იყო კონკრეტული, ძალიან მარტივად დაგეგმილი და მარტივ ტვინებზე გათვლილი აქცია იმისათვის, რომ დისონანსი შეიტანონ ოპოზიციურ რიგებში. ერთგვარად გვითხრეს, რომ ვინც კი ჭკვიანად მოიქცევით, შეიძლება ერთი-ორი მანდატი გაჩუქოთ კიდეც, მაგრამ ეს არ იმუშავებს. ახლა იხილავთ ისევ ისეთივე ფორმით გაერთიანებულ ოპოზიციას, რომელიც შემოუერთდება აქციას. დრო მუშაობს “ქართული ოცნების” საწინააღმდეგოდ და ამ პროტესტის სასარგებლოდ,” – აცხადებს ანზორ ბიწაძემ.

 

„ხელისუფლებაში იმდენად არაადეკვატურები არიან, საერთოდ არაპროგნოზირებადია რას გააკეთებენ დღეს, ხვალ, ზეგ და ზოგადად ვფიქრობ, რომ ისინი სტრატეგიულ საფრთხეს წარმოადგენენ ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან არიან აბსოლუტურად დისკრედიტებული რეგიონებში, დასავლეთშიც და რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში. დღეს გაიმართება მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, ხვალ რა იქნება ამას ვნახავთ. მთავარი ის არის, რომ ეს იქნება კანონიერი და მშვიდობიანი.

26 მაისი მონაწილეებთან ერთად ვდგავარ მე დღეს აქ. ვისაც რაიმე უხერხულობა აქვს, მინდა ამ ადამიანების გასაგონად ვთქვა, ჩვენ აქ ვდგავართ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ამიტომ არანაირი უხერხულობის ადგილი და პირად გემოვნებაზე ზრუნვის დრო ახლა არ არის“, – განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

banner
წინა სტატიაშიპარტია „გირჩის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია გამართა
შემდეგი სტატიაოპოზიცია დათმობაზე წასვლას არ აპირებს